The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა მამაცაშვილი

ნანა მამაცაშვილი
Date of birth:12 March, 1937  (88 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1961 წელს.

1962 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1964 წელს მისი ინიციატივით ინსტიტუტში შეიქმნა პალინოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. პირველად საქართველოს ტერიტორიაზე პალინოლოგიური ანალიზით შესწავლილ იქნა მეოთხეული კონტინენტური ნალექები; საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმური ნალექების პალინოლოგიურ შესწავლას. მუშაობს მეოთხეული პერიოდის კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფიაზე. გამოქვეყნებული ქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "კოლხეთის მეოთხეული კონტინენტური ნალექების პალინოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.180-181

Bibliography


Share: