Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კეჭაღმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი (პედაგოგები – ა. ციმაკურიძე, კ. სანაძე, უ. ჯაფარიძე, ვ. შუხაევი) 1951 წელს. 1953 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: "რუსთავის მეფოლადე ზურაბ კვახაძე" (1953), "ნიკო ნიკოლაძე და ჩერნიშევსკი" (1955), "ქალიშვილის პორტრეტი" (1958), "ცხენბურთი" (1962), "გარეჯის პეიზაჟი" (1964), "ჭაშნიკი" (1967), "ენგურჰესის მშენებლობა" (1971), "აკადემიკოს ანგია ბოჭორიშვილის პორტრეტი" (1971), "დედის პორტრეტი" (1972), "უჩა ჯაფარიძის პორტრეტი" (1982), "ბიძინა ავალიშვილის პორტრეტი" (1995); ნატიურმორტები: "ყაყაჩოები", "ვარდები" (ორივე – 1996). მონაწილეობდა გამოფენებში: "დიდება შრომას" (1974, მოსკოვი), "თანამედროვე ქართული ხელოვნება" (1977, თბილისი), "სსრკ 60 წლისთავი" (1978, მოსკოვი, თბილისი), "ქვეყნის ახალგაზრდობა" (1982, მოსკოვი). მისი ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 637-638 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |