The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მატკავა

დავით მატკავა
Date of birth:6 March, 1928
Date of death:20 March, 2002  (at 74 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი.

1958-1966წწ. სწავლობდა ქ. მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგადაღების და კარტოგრაფიის ინსტიტუტში.

1951-1958წწ. მუშაობდა თბილისის კარტოგრაფიულ ფაბრიკაში; 1967-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში აეროფოტომეთოდების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1981 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს ნაპირდაცვის გაერთიანებაში კარტოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. გარდა პრაქტიკული მუშაობისა, მას შესრულებული აქვს რიგი სამეცნიერო ანგარიშები და ნაშრომები. მათ შორის, 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული აქვს ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორიცა მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. კვლევის ძირითადი ობიექტი იყო ზღვის სანაპირო ზონისა და წყალქვეშა კანიონის მორფოლოგიური განვითარება და სანაპირო ზონის მრავალწლიური დეფორმაციის საკითხები (ინსტრუმენტული გაზომვებისა და საინფორმაციო სისტემების დამუშავება), მათი დაცვის გენერალური სქემის რეკომენდაცია. გეოდეზისტი, კარტოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.187-188


Share: