The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ კვაჭაძე

იოსებ კვაჭაძე
Date of birth:31 October, 1926
Date of death:8 July, 1993  (at 66 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1965-1971წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კა­თე­დრის დოცენტია; 1972 წლიდან განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კა­თედ­რას; შეისწავლიდა პე­დიატრიის ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ და იმუნო-გენეტიკურ სა­კითხებს, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზს. ბავშვის ორგანიზმში აღმოაჩინა პარაზიტი ტოქსოპლაზმა, შექმნა ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციურ მოშლილობათა და რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კვლევის ახა­ლი მიმართულება, შეისწავლა ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები – მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქრიდული უკმარისობა, იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები, რევმატიზმი და სხვა. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდური რეკომენდაციის ავტორი. მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. პედიატრი, კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 658; aversi.ge

Member of Organizations

  • სა­ქართველოს პედიატრთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1988-)
  • სა­ქართველოს რევმატოლოგთა საზოგადოების ბავშვთა სექცია, თავმჯდომარე (1986-)

Awards and Honors

  • 1984 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: