Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედიშერ კვესიტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ნატიფ ქიმიურ ნაერთთა ტექნოლოგიის ინსტიტუტი 1986 წელს, სპეციალობა: ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა ქიმია. 1989 წელს - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1989 წლიდან - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტი); 1994 წლიდან - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი); 1996 წელს - პროფესორის წოდება ბიოქიმიასა და ბიოტექნოლოგიაში. 1985-1986წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1994წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1999წწ. - ამავე ინსტიტუტის ცილის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1995-2007წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიოტექნოლოგიის კათედრის გამგე; 2008-2012წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2008 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი, უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 1990 წელს - ფინეთის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი - ესპოო; 1983-1984წწ. - ლეჰაის უნივერსიტეტის (აშშ) მიწვეული პროფესორი; 1991-1993წწ. - შეფილდის ჰალამის უნივერსიტეტი, ინგლისი. მიღებული აქვს ორი პატენტი. მონაწილეობა აქვს მიღებული საგრანტო პროექტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის 46 გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: გამოყენებითი ენზიმოლოგია, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, მიკრობული ტექნოლოგიები, მიკრობული მრავალფეროვნება ახალ ბიოტექნოლოგიებში გამოყენების მიზნით, ექსტრემალურ პირობებში მზარდი მიკროორგანიზმების სტაბილური ფერმენტები (ამილაზები, ცელულაზები, პროტეაზები, პექტინაზები, ლიპაზები), მიკროორგანიზმებსა და მათ ფერმენტებზე დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიების დამუშავება, მიკროორგანიზმებისა და მცენარეების უნარის შესწავლა მოახდინოს გარემოს დამაბინძურებელი ორგანული ნაერთების და მძიმე მეტალების შეთვისება და გარდაქმნა. მცენარეთა ბაქტერიული დაავადებების ბიოლოგიური კონტროლი. ინჟინერ-ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი, ბიოტექნოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 665 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |