Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან კვინიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა იაკუტიის (რუსეთის ფედერაცია) ცენტრალურ გეოლოგიურ-აგეგმვით და საძიებო ექსპედიციაში გეოლოგად (სამუშაოები ტარდებოდა პოლარული ხაზის ჩრდილოეთით, ვერხოიანსკის მთებში); 1968-1971წწ. საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს ექსპედიციაში გეოლოგისა და უფროსი გეოლოგის თანამდებობებზე; 1973-1984წწ. ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოლოგიურ-მეთოდურ ექსპედიციაში, იყო პარტიის უფროსი გეოლოგი, მთავარი გეოლოგი, წამყვანი მეცნიერი მუშაკი; 1985-1988წწ. ალჟირის სახალხო რესპუბლიკის გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი გეოლოგ-კონსულტანტია (სამუშაოები ტარდებოდა საჰარის უდაბნოში); 2000 წლიდან ა. თვალჭრელიძის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოეკოლოგიისა და გამოყენებითი გეოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე. მონაწილეობს საერთაშორისო და რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროგრამებში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 666-667 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |