Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ კვინიხიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ვიტებსკი. დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი 1922 წელს. 1907-1910წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის მათემატიკა-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუდენტურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო; 1918-1920წწ. იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 1951-1959წწ. მუშაობდა მისივე მონაწილეობით დაარსებული პოზნანის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის (1972 წლიდან აკადემია) ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგედ; იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი; წლების განმავლობაში პოლონეთის ქართველთა საზოგადოების წევრი; აქტიურად მონაწილეობდა ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; მიღებული აქვს პოლონეთის სახელმწიფოს ჯილდოები, მათ შორის პოლონეთის ნაციონალური პრემია (პოლონეთის ნიადაგების რუკის შედგენა-გამოცემისათვის, 1951). პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1951), ნიადაგმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი (1951). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 668
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |