The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მელაძე

გიორგი მელაძე
Date of birth:24 July, 1960  (64 years)
Category:Geographer, Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მხარეთმცოდნეობისა და საექსკურსიო საქმის ორგანიზაციის მეთოდიკის სპეციალობით 1982 წელს. 1990-1991წწ. სწავლობდა მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა დემოგრაფის სპეციალობა. 

1982-1989წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1989-1992წწ. კი ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტში; 2001 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მისი კვლევის სფეროა: გეოდემოგრაფია, საქართველოს დემოგრაფიუილ პრობლემები, მიგრაცია, ტურიზმი, სოციალური გეოგრაფია. ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის მოსახლეობის რეპროდუქციული ქცევის თავისებურებანი", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.234

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: