Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარნაოზ მჭედლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1936 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე, რომლის დამთავრება ვერ მოასწრო. 1941 წელს გაიწვიეს არმიაში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის შემდეგ, ზურგის ნაწილებში გადაიყვანეს, სადაც 1945 წლის ბოლომდე სამხედრო გეოლოგიურ ნაწილში მუშაობდა. 1946 წელს ჩააბარა გამოცდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმავე წელს ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. კომაროვის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში პალეობოტანიკის განხრით. დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1957 წელს გადაიყვანეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პალეობიოლოგიის სექტორში, რომელიც 1957 წელს გადაკეთდა პალეობიოლოგიის ინსტიტუტად. აქ ჯერ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, ხოლო 1959 წლიდან პალეობოტანიკის განყოფილების გამგე; 1964 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგედ, ხოლო 1979 წლიდან ეკავა ერთიანი გეოგრაფიის კათედრის გამგის თანამდებობა. შესრულებული აქვს 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გამოკვლეულია ზედა ცარცული პერიოდის და კაინოზოური ერის ფიტოსტრატიგრაფია, პალეოგეოგრაფია და პალეოკლიმატოლოგია, აგრეთვე, ფარულთესლიანთა ფილოგენია. გარდა ამისა ნაყოფიერად მუშაობდა ფლორისტიკაში - ფარულთესლიანი და ფლორის ისტორიაში. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1965). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩრდილოეთი ყაზახეთის ტურგაის ფლორის ბიოსტრატიგრაფიული და პალეოეკოლოგიური მნიშვნელობა", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიის ნეოგენური ფლორის ბიოსტრატიგრაფიული მნიშვნელობა და პალეოეკოლოგია", დაიცვა 1957 წელს (სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.200 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |