Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკატერინე ნაფეტვარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1916 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში; 1930 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 1936 წლიდან მუშაობდა ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილებაში. სხვა მკვლევარებთან ერთად, მან შეისწავლა ამიერკავკასიაში მიმდინარე ცირკულაციური პროცესების თავისებურებანი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ჰავის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორის დახასიათება, ახსნილია მისი როლი საქართველოს კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში. 1950-1952წწ. შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც აწარმოებდა ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში კლიმატისა და მისი შემქმნელი ფაქტორების შესწავლას. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მეტად საინტერესო ნაშრომები, რომელთაც როგორც თეორიული ისე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის (ამიერკავკასიის) რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს ცირკულაციური პროცესები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მისი კლიმატური ფაქტორი", დაიცვა 1949 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |