The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რასიმ ბერიძე

რასიმ ბერიძე
Date of birth:20 May, 1916
Date of death:30 August, 1992  (at 76 years)
Burial location:მახინჯაური
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მახინჯაური, ბათუმის რაიონი.  

მახინჯაურის სკოლის დამთავრებისთანავე მან სწავლა იმ დროს ბათუმში არსებულ საზღვაოსნო ტექნიკუმში განაგრძო (1934-1939), შემდეგ კი ბაქოს საზღვაოსნო ტექნიკუმშიც სწავლობდა, რომელიც  შორეული ნაოსნობის შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით დაამთავრა 1940 წელს.

1940-1946 წწ. კასპიის სანაოსნოს (კასპტანკერი) გემების: «Юпитер»«Украина», «Марат», «Горняк», «Армения»-სა და «Буденный»-ს კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა, 1946 წელს კი იგი კაპიტანი ხდება და კასპფლოტის ტანკერების: «30 лет ВЛКСМ», «Тельман», «Туркменистан», «Киргизстан», «Джабраил», «Сабунчи»-სა და «Джорат»-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა; კასპიაზე გამობრძმედილი ზღვაოსანი 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და პროფესიულ საქმიანობას ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებელად განაგრძობს ტანკერებზე: «Алексеевка» (1968), «Клайпеда» (1969), «Гори» (1970) და «Анаклия» (1974), 1974 წელს კი იგი სანაოსნოს ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდის «Николоз Бараташвили»-ს კაპიტნობას იბარებს; მომდევნო წლებში რასიმ ბერიძე «Давид Гурамишвили»-ს,  «Победа Октября»-სა და სანაოსნოს სხვა გემების ეკიპაჟებსაც მეთაურობდა, 1986 წელს კი პენსიაზე გავიდა; 1989 წელს კვლავ დაუბრუნდა ზღვისა და ფლოტის სამსახურს სანაოსნოს სამაშველო ცენტრის უფროსი დისპეტჩერის მოვალეობების შემსრულებლად. მას "კაპიტნების კაპიტანს" ეძახდნენ. ქართული ზღვაოსნობის ჭეშმარიტი ბერმუხა, ბერიძეთა საზღვაოსნო "დინასტიის" წარმომადგენელი, მე-20 საუკუნის თვალსაჩინო ქართველი ზღვაოსანი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: