The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ნაჭყებია

ნოდარ ნაჭყებია
Date of birth:8 April, 1928
Date of death:10 November, 1977  (at 49 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობით 1950 წელს; 1950-1953წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით პროფ. გ. გეხტმანის ხელმძღვანელობით.

1954-1960წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, აგრეთვე, ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ისნტიტუტში; 1957-1960წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960 წლიდან მუშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1963-1974წწ. იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კეთედრის ხელმძღვანელი; 1965-1977წწ. - ფაკულტეტის დეკანი; წლების მანძილზე იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე; ჯერ კიდევ ასპირანტურის პიერიოდში იკვლევდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანავსადგურო ქალაქ ფოთს; 1960-იან წლებში პირველი შეუდგა თურქეთის, ირანის და არაბული ქვეყნების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევას; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ახალ სპეციალობას - "საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკურ გეოგრაფიას"; მისი ინიციატივით ცალკე გამოიყო და ჩამოყალიბდა რიგი დამოუკიდებელი კათედრები; იგი ავტორია სამეცნიერო შრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ და უცხოურ პუბლიკაციებში; მათ შორის, აღსანიშნავია რამდენიმე მონოგრაფია, რომლებიც საზღვარგარეთის ქვეყნებს ეხება; იგი დაინტერესებული იყო გეოგრაფიის ისტორიის კვლევითაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი გამოკვლევები ა. დადეშქელიანისა და გ. ყაზბეგის მოგზაურობებზე. მისი სამეცნიერო ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სასოფლო განსახლებისაკენ იყო მიმართული. იგი წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სასწავლო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარე, უცხოეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული თანამშრომლობის საქართველოს საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფოთი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა)", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.205-206

Bibliography

  • მონგოლეთის სახალხო რესპუბლიკა : ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1972. - 110გვ.
  • ირანი : ეკონომიურ-გეოგრაფიული ნარკვევი (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1972. - 200გვ.
  • თურქეთი : ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება (Author). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1970. - 135გვ.

Share: