Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ნემანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქ. ონის პედაგოგიური ტექნიკუმი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციელობით 1939 წელს. 1931 წელს დანიშნეს ონის რაიონის სოფ. ზვარეთის არასრული საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1933-1934წწ. - დირექტორად; 1939-1941წწ. მუშაობდა ქ. გორის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის ხელმძღვანელად; 1941-1946წწ. იყო საბჭოთა არმიაში; 1946 წელს მუშობა დაიწყო ქ. თბილისის 33-ე ქალთა საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ; 1948 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა; 1948-1952წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1956 წლიდან მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მის სადისერტაციო ნაშრომში პირველად იქნა გაშუქებული რელიეფწარმომშობი ფაქტორების თავისებურება; გამოყოფილ იქნა ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების საფეხურები და მათი გეომორფოლოგიური დახასიათება და გავრცელება. ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგანაც 50 გამოქვეყნებულია. ნაშრომების უმეტესი ნაწილი ეხება მდინარეთა და ზღვიური ტერასების მეცნიერულ გამოკვლევებს. ტერასების გავრცელების ზოგადი სურათი გადმოცემულია ქვეყნის გეოლოგიური და ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გათავლისწინების ფონზე. შეიმუშავა მდინარეული ტერასების გენეტური კლასიფიკაციის ორიგინალური, ოთხწევრიანი სქემა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილის გეომორფოლოგიისათვის", დაიცვა 1954 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.207-208 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |