The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი ნიკოლაიშვილი

დალი ნიკოლაიშვილი
Date of birth:29 May, 1963  (61 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1986 წელს. 1986-1989წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა სპეციალობით - ფიზიკური გეოგრაფია, ლანდშაფტების გეოფიზიკა და გეოქიმია.

1980 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობების შესწავლის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში; 1998 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრის დოცენტია; 1993 წლიდან კითხულობს ლექციებს. არის სამხრეთ კავკასიის ბუნებრივი რესურსების მონაცემთ ბაზის პროექტის კოორდინატორი. მისი კვლევის სფეროებია: ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი, ლიმოლოგია და გის-ტექნოლოგიები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს სალექციო კურსებს: გეოგრაფიის კვლევის მეთოდები, გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები, კავკასიის ბუნებრივი რესურსები, მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და საქართველოს ლანდშაფტების კადასტრი. ჟურნალების "კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი" და "საქართველოს გეოგრაფია" სარედაქციო კოლეგიის წევრი; საქართველოს ეროვნული ატლასის (2012) რედკოლეგიის წევრი, "თსუ ნორჩ გეოგრაფთა სკოლის" კოორდინატორი, გეოგრაფიაში ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო (UNEP, WWF,WB, CEU, GTU, GTZ, GEF/UNDP და სხვ.), თუ ადგილობრივ პროექტებში. გეოგრაფიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 

სკანდიდატო დისერტაციის თემა - "კავკასიის საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები (ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი)", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.208; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA – International Cartographic Association) , ეროვნული წარმომადგენელი საქართველოში
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-რეზიდენტი

Bibliography


Share: