Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ყიფიანი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1931-1933წწ. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკის გამგედ (საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში ინახებოდა ცნობა, რომელიც ადასტურებდა რომ, თამარ გიორგის ასული ყიფიანი 1931-1933 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ბიბლიოთეკის გამგედ). 1934 წლიდან ცხოვრობდა ლენინგრადში, სადაც სწავლობდა უცხო ენათა ინსტიტუტში და მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში კავკასიური ფონდების გამგედ. იყო ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, მისი ჩანაწერები - "ბლოკადის რვეული" (თბ., 2010), მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი პერიპეტიების გარდა, შეიცავს ლიტერატურის ისტორიკოსებისა და ლიტერატორებისათვის მნიშვნელოვან ცნობებს. (1945 წელს დაქორწინდა ეპიფანე ვასაძეზე (1899-1987), პროფესიით ბიოლოგი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში). თამარ ყიფიანმა ქართულად თარგმნა აპულეუსის "ოქროს ვირი", ლიონ ფოიხტვანგერის "გოია" და სხვ. პოეტ ივი (ივანე) ყიფიანის და. წყარო: m.facebook.com Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |