Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი პაპაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1974 წელს. მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1976-1981წწ. მუშაობდა ნაპირგამაგრების რესპუბლიკურ სამმართველოში, ჯერ ქ. ბათუმის სტაციონარის ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ კი, ამავე სტაციონარის უფროსად; 1981 წელს მუშაობა დაიწყო ახლად შექმნილ გაერთიანება "საქნაპირდაცვის" აჭარის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციოანრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე; 1985 წლიდან - ლითოდინამიკის ლაბორატორიის გამგის მოადგილის თნამდებობაზე, 1990 წლიდან - ლაბორატორიის გამგედ; 1998-2001წწ. იყო კოლხეთის სანაპირო რეჟიმული კვლევების სტაციონარის გამგე; 2001-2002წწ. შპს "მეგაფლოტის" საზღვაო განყოფილების უფროსი, 2002 წლიდან ასოციაცია "ჰიდროსფეროს" თავმჯდომარის მოადგილე. იკვლევს ზღვის სანაპიროს და წყალქვეშა ფერდის მოძრავი ნატანის დინამიკას (ლითოდინამიკა). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.219
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |