The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ სალუქვაძე

იოსებ სალუქვაძე
Date of birth:22 February, 1958  (67 years)
Category:Geographer, Public official, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1979 წელს; 1979-1983წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1983-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ნაწილის უფროსის მოადგილე; 1988-2000წწ. კათედრის დოცენტი, ხოლო 2000 წლიდან კათედრის გამგე; 1993-1995წწ. მიწის რესურსების სამმართველოს უფროსი (მერია); 1995-1997წწ. მარკეტინგის სამმართველოს უფროსი, ავიაკომპანია "ორბი-საქართველოს ავიახაზები"; 2002 წლიდან მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სამაგისტრო პროგრამა მიწის მენეჯმენტსა და მიწათსარგებლობაში; 1988-1989წწ. სტაჟირება გაიარა ლოძის (პოლონეთი) უნივერსიტეტში, ეკონომიკური გეოგრაფიისა და სივრცითი ორგანიზაციის ინსტიტუტში; 1991-1992წწ. სტოკჰოლმის (შვედეთი) უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის კათედრაზე და ლუნდის (შვედეთი) უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე (შვედური ინსტიტუტის სტიპენდიის მფლობელი, მკვლევარი); 1998-1999წწ. მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის კათედრაზე ურბანული და რეგიონალური კვლევის სპეციალურ პროგრამა (ფულბრაიტის სტიპენდიის მფლობელი). 1996-2000წწ. გერმანია-საქართველოს ერთობლივი პროექტის "ქალაქ თბილისის მიწის მენეჯმენტი" თანახელმძღვანელი; 2000 წლიდან ასევე, გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტის "საქართველოს მიწის კადასტრი და რეგისტრაცია" - თანახელმძღვანელი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია თბილისის ტერიტორიის ფუნქციური და მორფოლოგიური სტრუქტურა, მიწის გამოყენების ინტენსივობა, სივრცითი განვითარების პერსპექტივები. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია: გეოურბანისტიკა, მიწათსარგებლობის პოლიტიკა და მიწის მენეჯმენტი, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები (გის), კულტურის გეოგრაფია. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ძირითადად ეხება ქალაქების ტერიტორიულ სტრუქტურას, მიწის გამოყენების თავისებურებებს, დასახლებული პუნქტების სივრცით ორგანიზაციას.  2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი (2005-2006, 2010-2012 წლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელი); 2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მიღებული აქვს Doing Business-ის (მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის ერთობლივი პროექტი) ჯილდო (2008).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალაქ თბილისის მიწის გამოყენების თვისებურებანი", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.226-227; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • ამერიკელ გეოგრაფთა ასოციაცია, წევრი (2009-)
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (2010-2013)
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1975-)
  • საქართველოს ურბანისტთა საზოგადოება, წევრი (1987-)

Awards and Honors

  • 2013 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

Share: