The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ საღარაძე

ნიკოლოზ საღარაძე
Date of birth:1 May, 1877
Date of death:1963  (at 85 years)
Category:Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

1898 წელს სასწავლებლად შევიდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფია შეისწავლა თავის ნათესავთან, ალექსანდრე მიხაილოვთან, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1912 წლიდან მისი საქმის გამგრძელებელი და სახელოსნოს მფლობელი გახდა. ნიკოლოზ საღარაძე იღებდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას, რაც ქუთაისში იმართებოდა. 1934 წელს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1936-1944წწ. მუშაობდა "სოიუზფოტოში" (საკავშირო ცენტრალიზებული ფოტოორგანიზაცია) ხოლო შემდეგი ათი წლის განმავლობაში იყო პიონერთა სასახლის ფოტოკაბინეტის პედაგოგი. ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვისა და მის მიერ გადაღებული ფოტოები, სულ 8496 პოზიტივი და ნეგატივი გადასცა საქართველოს ეროვნულ არქივს, ეს კოლექცია ცნობილია მიხაილოვ-საღარაძის კოლექციის სახელით. კოლექციაშია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადაღებული ფოტოები, მათ შორის ცნობილი ადამიანების: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო ალექსი მესხიშვილი, მარო მდივანი და სხვ. კოლექციის ძირითადი ნაწილი გაუშიფრავია და წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში იმ დროისათვის მცხოვრებთა ეთნოგრაფიულ სურათს; წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური ფენის და ეთნიკური წარმოშობის ადამიანთა ინდივიდუალური და ჯგუფურ პორტრეტები.

წყარო: ნიკოლოზ საღარაძე, 1877-1963 : საქ. ეროვნ. არქივის ფოტოკოლექცია.-თბ.,2014; საქართველოს ეროვნული არქივი: archive.gov.ge


Share: