Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ნათიძე (დეკანოზი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩალაუბანი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თელავის, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია 1873 წელს. მასწავლებლობდა სოფელ ვეჯინში, მაგრამ სკოლის საპატიო მზრუნველ თავად მიხეილ ანდრონიკაშვილთან კონფლიქტის გამო პედაგოგობას თავი დაანება და 1885 წელს მღვდლად ეკურთხა; ჯერ ყარსის ოლქში განთავსებული მოზდოკის კაზაკთა პოლკის, შემდეგ კი გორის პოლკის მღვდლად მსახურობდა; 1904 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ ქართულ ლიტერატურულ წრეებთან, განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველასთან; ახლოს იდგა ხალხოსნურ იდეოლოგიასთან; 1890-იან წლებში აქვეყნებდა მოთხრობებს ქართულ პრესაში. მათ შორის აღსანიშნავია: "ბნელო" (1891), "კრიალოსანი" (1894), "ნავარდობა" (1899-1900), "ქედნის ღუღუნი" (1904) და სხვ. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |