ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ ნარმანია
დაბადების თარიღი: | 20 იანვარი, 1955 |
გარდაცვ. თარიღი: | 12 აგვისტო, 2000 (45 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მთარგმნელი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1981 წელს. პირველი ლექსები: "ჩემი სახლია...", "მიიძინებენ ლაჟვარდების ლურჯი ბაღები...", "სივრცის მსუბუქი...", "ღამეს მშიერი მისდევს ავაზა...", "თუმცა არ ვიცი..." გამოაქვეყნა ჟურნალ ცისკრის 1977 წლის მეოთხე ნომერში; პირველი პოეტური კრებული "უსაფეხურო კიბე" 1986 წელს გამოსცა "მერანში". 1992 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა მის მიერ თარგმნილი აბდურახმან ავტორხანოვის "სტალინის სიკვდილის საიდუმლო"; 1998 წელს წიგნად გამოსცა ქართულად თარგმნილი მაქსიმილიან ვოლოშინის პოემა "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია); 1983–2000 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" თანამშრომელი; მის მიერ თარგმნილი წიგნები: აბდურახმან ავტორხანოვი – "სტალინის სიკვდილის საიდუმლო" ("მერანი", 1992), მაქსიმილიან ვოლოშინი – "კაენის გზით" (მატერიალური კულტურის ტრაგედია, პოემა, "მერანი", 1998); მისი კინოროლია ზურა (ლიკა ქავჟარაძის პარტნიორი) – სატელევიზიო მუსიკალური ფილმი "სიყვარული, ივერია და...", კომპანია "ქართული ტელეფილმი", რეჟისორი – ზაალ კაკაბაძე – 1975. ესეისტი.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 239-240
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი სარედაქციო საქმიანობისათვის
ბიბლიოგრაფია
|