Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოგოლესუბანი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის პროფილით 1934 წელს. 1934-1938წწ. მუშაობდა ოზურგეთის საშუალო სკოლაში; 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1942-1959წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ასრულებდა ფაკულტეტის დეკანის და კათედრის გამგის მოვალეობას; 1959-1966წწ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური საზოგადოების საპატიო სიგელი (1975). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფხაზეთის ასსრ ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1949 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.234
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |