Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია სოფაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფ-ლანდშაფტმცოდნეობის სპეციალობით 1982 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეცნიერ თანამშრომლად; საქართველოს გეოგრაფიის კეთედრის დოცენტად. არის ეკოლოგიური გაზეთის "ზღვისპირეთის" რედაქტორი, რადიაციული და ტოქსიკური დაბინძურების კომპიუტერული ატლასის შექმნის პროექტის კოორდინატორი; 1999 წლიდან მრავალი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი; 2001 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია მდგრადი განვითარების კავშირის "ეკოხედვის" რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ლანდშაფტმცოდნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებს. გეოგრაფიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხური ლანდშაფტების სეზონური დინამიკა", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.234; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 214 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |