შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოკრატ უგულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის გეოგრაფიული განყოფილება 1937 წელს. 1928-1929წწ. მუშაობდა ქუთაისის ბარიტის ქარხანაში; 1929-1932წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იყო; 1932-1934წწ. მუშაობდა საუწყებო დაცვის ბრიგადაში ქ. ჭიათურაში და ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე ქ. თბილისში. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, პარალელურად, მუშაობდა ქ. გორში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1953 წლიდან მუშაობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იქვე იყო კათედრის გამგე; 1959 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1966-1974წწ. იყო კათედრის გამგე. შესრულებული აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1956). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქლუხორის რაიონი (ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის)", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.242
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |