Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზემფირა იოლჩევა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი. დაამთავრა ბაქოს ნ. ნარიმანოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს. ექიმის კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, 1965 წელს დაინიშნა გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგის თანამდებობაზე. 1965 წელს მიენიჭა სამხედრო-სამედიცინო წოდება - "უმცროსი ლეიტენანტი - მესამე რანგის დანაყოფი", 1973 წელს – ლეიტენანტის წოდება; უფროსი ლეიტენანტის სამედიცინო-სამხედრო წოდება კი 1979 წელს მიიღო. მონაწილეობდა სამობილიზაციო გაწვევებში სამხედრო ბილეთში არის სპეციალური ჩანაწერები, სადაც ჩანს მისი აქტიური ჩართულობა საერთო სამხედრო საქმიანობაში, მათ შორის სამივლინებო და სავალდებულო გამოცხადებები. ზემფირა იოლჩევა გადიოდა სპეციალურ საკვალიფიკაციო კურსებს: 1966 წელს (იანვარი-მაისი) ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აითვისა ქირურგიის ძირითადი საფუძვლები, როგორც ასისტენტი ატარებდა ოპერაციებს; 1966 წლის ნოემბრში თბილისის ჰემატოლოგიის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიარა სისხლის გადასხმის სპეცილიზირებული კურსი; 1968 წელს (იანვარი-მაისი) ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ქირურგიის სპეციალიზაციისა და დახელოვნების პრაქტიკული და თეორიული კურსი; 1980 და 1988 წლებშიც თბილისის ექიმთა გადამზადების ინსტიტუტში მივლინებული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებლად (იმ წლებში, როცა ზემფირა იოლჩევა პირველ ნაბიჯებს დგამდა მედიცინაში, ქალი ქირურგები საერთოდ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცირესობის წარმოდგენელებს. ამიტომ მისი სურვილი, გამხდარიყო ქირურგი, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო). 1985 წელს გარდაბნის თბოელექტროსადგურზე მომხდარი მასშტაბური აფეთქების შემდეგ მიყვანილი პაციენტების მკურნალობა მას მარტოს მოუწია, იგი იმ პერიოდისთვის ერთადერთი ექიმი იყო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში; "დიაგნოზის მერცხალი", ასე უწოდეს ზემფირა იოლჩევას მოსკოვიდან ჩამოსულმა სამედიცინო ექსპერტებმა. ქირურგი. წყარო: სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.org; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.92
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |