The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტყემალაძე

გიორგი ტყემალაძე
Date of birth:28 August, 1975  (49 years)
Category:Public official, Engineer, Politician

Biography

სწავლობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიაში, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.

1998-2000წწ. იყო საქართველო-ამერიკის ერთობლივი საწარმო "ჩალას-ვაინსის" მენეჯერი; 2000-2002წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფო მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე; 2002-2003წწ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პირველი მოადგილეა; 2003-2004წწ. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; 2004-2006წწ. საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ბიზნეს კომპანიებთან ურთიერთობის მენეჯერი; 2006-2008წწ. წლებში მუშობდა შ.პ.ს. "ვეტპრეპარატის" დირექტორად; 2007 წლიდან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება და 2007-2008წწ. "თოფაძე - მრეწველების" პროპორციული საარჩევნო სიით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა; 2008-2010წწ. იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი და საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებითი კომისიის თავმჯდომარე; 2017 წლიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. ინჟინერ-ტექნოლოგი, პოლიტიკოსი.

წყარო: ქ. თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია: nala.ge

Member of Organizations

  • ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესი , წევრი (2010-)
  • საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2010-)
  • საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2012-)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-4 მოწვევის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე (2012-2014)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულო, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2014-2017)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულო, თავმჯდომარე (2017-)
  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულო , წევრი (2010-2012)
  • ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისია, თავმჯდომარე

Share: