The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრა ქუთათელაძე

ალექსანდრა ქუთათელაძე
Date of birth:14 September, 1914
Date of death:23 July, 1986  (at 71 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით 1938 წელს.

1947-1986წწ. მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ლაბორანტად, ასისტენად (1944), მასწავლებლად, დოცენტად. ლექციებს კითხულობდა მცენარეთა მორფოლოგიასა და ბოტანიკის ეკოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს ოცდაათამდე სამეცნიერო შრომა, რომლებიც ეძღვნება იმერეთის ფლორის შესწავლას. დატოვა 12 ხელნაწერი შრომა. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში მთავარი იყო იმერეთის ფლორის კომპლექსური შესწავლა. მოიარა იმერეთის მხარე და შექმნა იმერეთში გავრცელებულ მცენარეთა ჰერბარიუმი, რომელიც მოიცავს 1260 სახეობას. მეცნიერის მიერ პირველად იქნა აღწერილი (მიკვლეული) იმერეთის 4 ენდემური სახეობა, რომლებიც შეტანილია ფლორის სხვადასხვა ტომებში. სულ შეისწავლა კირქვიანების 14 ენდემური სახეობა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1963).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმერეთის კირქვიანების ფლორის შესწავლისათვის", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.262-263


Share: