Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ღვინჯილია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1995 წელს; 1996-1998წწ. მიზნობრივი ასპირანტურის კურსი გაიარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1998 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლად. 2007 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კულტურული ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: ეკოტურიზმი, მსოფლიოს ტურისტული ცენტრები და ტუროპერეიტინგი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს შავიზღვისპირეთისა და მიმდებარე რეგიონების ტურისტულ-რეკრეაციული რესურსული პოტენციალი", დაიცვა 2003. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.264; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |