The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალა ჩიგირი

ალა ჩიგირი
Date of birth:11 May, 1938
Date of death:9 March, 1992  (at 53 years)
Category:Geographer, Engineer, Explorer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი.

დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ბიოლოგია-გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. 

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა II და IV ჰიდროგეოლოგიურ ექსპედიციებში ტექნიკოსად და "თბილგვირაბმშენში" სამარკშაიდერო განყოფილებაში. მონაწილეობდა ამიერკავკასიის, შუა აზიის და პამირის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების კვლევებში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, მუშაობა განაგრძო ამიერკავკასიის გეოლოგიურ პარტიაში ინჟინრის თანამდებობაზე; 1970 წელს დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა ფიზიკური გეოგრაფიის განხრით; 1976-1992წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად შეეხება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და გარემოს ურთიერთზემოქმედების (აქვალური ლანდშაფტი) საკითხებს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.278


Share: