Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მოსე კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1999წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სისტემაში: 1972-1975წწ. გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის განყოფილება; 1975-1976წწ. უფროსი გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის განყოფილება; 1976-1980წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწე; 1980-1985წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსი; 1985-1987წწ. პროკურორი, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; 1987-1991წწ. ბათუმის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1991); 1991-1997წწ. საქართველოს შსს-ს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტანენტის თავმჯდომარის 1-ლი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 1999 წელს კადრების განკარგულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო; 1999-2002წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.294 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |