The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ხელაძე

თეიმურაზ ხელაძე
Date of birth:6 June, 1950  (74 years)
Category:Geographer, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1973 წელს.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრაზე, შემდეგ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკისა და ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის სამეცნიერო შრომებში განხილულია კლიმატური ველების მოდელირება მთიანი რაიონებისთვის მეტეოსადგურებით იშვიათი ქსელის შემთხვევაში, თეორიული მიდგომის საფუძვლები და გამოკვლევის მეთოდები. დაამუშავა მეტეოროლოგიური სადგურების, ობიექტური კლასიფიკაციის მეთოდიკა ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. გამოავლინა რელიეფის გავლენის მექანიზმი კლიმატური ველების ფორმირებაზე სინოპტიკური პროცესების გათვალისწინებით; დაამუშავა კლიმატური ველების მეთემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირების მეთოდები. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატური ველების მათემატიკურ-კარტოგრაფიული მოდელირება რელიეფის მორფომეტრული ფაქტორების გათვალისწინებით კავკასიონის სამხრეთ ფერდობისათვის (საქართველოს ფარგლებში)", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.308


Share: