Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნარგიზი ხიდაშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მყარი ტანის სპეციალობით 1965 წელს. 1965-1970წწ. მუშაობდა ზონალურ სამეცნიერო-საპროექტო კვლევით ინსტიტუტში; 1970 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრაზე. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია სამშენებლო კლიმატოლოგიის აქტუალური საკითხები - სხვადასხვა დახრილობის ზედაპირზე მოსული პირდაპირი, გაბნეული და ჯამური რადიაციის გამოთვლა, ჰორიზონტის სხვადასხვა დახურულობის დროს, განათებულობისა და ატმოსფეროს გამჭვირვალობის შეფასება და სხვ. მუშაობს აქტინომეტრიასა და ატმოსფეროს ეკოლოგიაში. იკვლევს ატმოსფეროში აეროზოლების დაგროვების მეტეოროლოგიურ პირობებსა და ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოპირობებზე გავლენას მათი ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიაციული რეჟიმის (ენერგეტიკული, ულტრაიისფერი და განათებულობის) შეფასება რთული რელიეფის პირობებში, ქ. თბილისის მაგალითზე", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.309 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |