Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ხმალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1956 წელს; 1959-1962წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის ასისტენტად; 1993 წლიდან პროფესორი; 1986-2003წწ. არჩეული იყო გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. უნივერსიტეტში საქართველოს გეოგრაფიის კათედრის შექმნის და სამხედრო გეოგრაფიის კურსის შემოღების ინიციატორი. გამოქვეყნებული აქვს 127 სამეცნიერო ნაშრომი. მისი მეცნიერული ინეტერესის სფეროა ჰიდროფიზიკის, მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების პროგნოზირება. პროფესორი (1993). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა თერმული და ყინულოვანი რეჟიმის ფორმირების კანონზომიერებანი", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.252 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |