Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ხუნდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1962წწ. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, დირექტორად; 1959 წელს მუშაობა დაიწყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კითხულობდა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო მუშაობის თემატიკა გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკას ეკუთვნის. მუშაობდა აგრეთვე ბუნებისმცოდნეობის სწავლების საკითხებზე. იყო ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" დამატების - "ისტორია და გეოგრაფია სკოლაში" რედკოლეგიის წევრი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი. შეადგინა დაკვირვების დღიურები II და IV კლასებისათვის. პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მათემატიკური გეოგრაფიის ელემენტების სწავლება საშუალო სკოლაში", დაიცვა 1961 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.313-314 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |