Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარი ხუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1968 წელს; 1968-1971წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1971-1976წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე მასწავლებლის თანამდებობაზე; 1976-1981წწ. სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ კომისიაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კეთედრის დოცენტი. პარალელურად, 1987-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე, კითხულობდა ლექციებს. გამოქვეყნებული აქვს 35-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება თბილისის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ და გარემოს დაცვის სოციალურ საკითხებს. მუშაობს პროგრამებზე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების სფეროში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქ. თბილისის ეკოლოგიური სიტუაციის ფორმირების გეოგრაფიული ფაქტორები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.314-315 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |