The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ ბეთაშვილი

ჯუმბერ ბეთაშვილი
Date of birth:26 June, 1939
Date of death:27 September, 1993  (at 54 years)
Category:Public official, Historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1961 წელს; სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი; მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა; ცნობილი ეკონომისტის, აკადემიკოს ტერეშჩენკოს ხელმძღვანელობით გაიარა ასპირანტურის კურსი.

1972 წელს იყო მიუნხენში ოლიმპიური თამაშების კომკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1974 წელს მუშაობა დაიწყო ქ. გაგრაში საქალაქო კომიტეტში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ განყოფილების გამგედ; 1976 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოში; 1992–1993წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი; აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს მას არცერთი დღე არ დაუტოვებია სოხუმი. ის ეხმარებოდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს; როდესაც სოხუმი დაეცა, მას სთხოვდნენ დაეტოვებინა ქალაქი. მისი ბოლო სიტყვები იყო: "მე ბავშვებს და ქალებს ვერ მივატოვებ". აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მოკლეს აფხაზური სეპარატისტული დაჯგუფების წევრებმა. სახელმწიფო მოხელე.

წყარო: მოლოდინი: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების ფონდი: molodini.orgაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო: scara.gov.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.81; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.73-74

Member of Organizations

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, წევრი (1993-)

Awards and Honors

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის

Share: