The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აპოლონ იოსელიანი

Date of birth:1885
Date of death:30 September, 1937  (at 52 years)
Category:Public official, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი.

მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1909 წლის მდგომარეობით იყო 39-ე საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი. ამავე ბრიგადის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). 1916 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის, 1917 წელს - კაპიტნის წოდება; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, ჰქონდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდება; მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას; საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იყო ქართული წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის სამეურნეო ნაწილის უფროსი; 1924 წელს დროებით დაპატიმრებული იყო "სამხედრო ცენტრის" საქმესთან დაკავშირებით (იყო პოლკოვნიკ როსტომ მუსხელიშვილის ახლო მეგობარი); 1930-იან წლებში მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამხედრო ხელმძღვანელად; 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს და სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გადაწყვეტილებით დახვრიტეს "კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით; რეაბილიტირებულია 1956 წელს. ოფიცერი, არტილერისტი, პოლკოვნიკი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.gege.openlist.wiki

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: