Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ნაკაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს. 1932-1945წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო პროფილის დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1945-1949წწ. იყო ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოლოგიური განყოფილების გამგე; 1949-1968წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიური კათედრის დოცენტი; 1969 წლიდან - პროფესორი. მან გამოიკვლია ვაზის ედაფური ქლოროზის გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; შეისწავლა გერანის ზეთში მენთოლის ჭარბად დაგროვების მიზეზები და დასახა მათი თავიდან აცილების გზები; დაამუშავა ბოსტნეული კულტურების და სათიბების განოყიერების სისტემა და მათი წარმოებაში დანერგვის ღონისძიებანი; გამოქვეყნებული აქვს 9 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. - გვ. 301; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |