The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა გოგობერიშვილი

Date of birth:1929
Date of death:1999  (at 70 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს; ასპირანტურა 1955წელს.

იგი მრავალი სამეცნიერო შრომისა და გამოკვლევის ავტორია. მის მიერ ორიგინალურად იქნა შეფასებული თანამედროვეობის ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მიმდინარეობა პრაგმატიზმი. მეცნიერულადაა წარმოჩენილი პოზიტივიზმის ღირსებები და ნაკლი, ამავე რაკურსითაა გადმოცემული ლინგვისტური ფილოსოფიის თავისებურებანი. იგი ოთხ ათეულ წელზე მეტხანს ემსახურებოდა სტუდენტი ახალგაზრდობის განათლებისა და სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეს. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), აკადემიკოსი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.55

Member of Organizations

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-1999)

Bibliography


Share: