Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პარმენ გუჯაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულ ორგანოებსა და რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში: 1941-1953წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და უმაღლესი სასწავლებლების განყოფილების გამგე; 1953-1954წწ. - აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1954-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. აქ მისი რედაქციით გამოიცა სტუდენტებისთვის სამი სახელმძღვანელო ფილოსოფიაში: "დიალექტიკური მატერიალიზმი" (თბილისი, 1955); "ისტორიული მატერიალიზმი" (თბილისი, 1957); "ფილოსოფიის ისტორია" (თბილისი, 1961). 1963-1970წწ. მოღვაწეობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუმი), სადაც მისი ინიციატივით და რედაქტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო "მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია" (სოხუმი, 1969); 1984-1985წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა დიალექტიკური მატერიალიზმისა და ლოგიკის პრობლემებზე. ფილოსოფიის მენიერებათა კანდიდატი (1950), დოცენტი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.66-67 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |