The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე თუმანიშვილი

Date of birth:7 October, 1874
Date of death:10 January, 1937  (at 62 years)
Category:Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1905 წლიდან ფილიპე გოგიჩაიშვილთან ერთად მონაწილეობდა განახლებული გაზეთ "ივერიის" გამოცემაში, შემდეგ იყო გაზეთ "ზაკავკაზიეს" რედაქტორი; 1909 წელს იყო "ივერიის" სარედაქციო ნაწილის გამგე; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს იმდროინდელი აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების შესახებ; აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატებს; საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეკონომისტად მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამთო მადნეულის სამმართველოში; 1937 წელს ტერორისტული და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: nplg.gov.geქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში / ნ. კვარაცხელია // ქუთაისის მუზეუმის მასალები : კრებული. - ქუთაისი, 1999. - №11. - გვ.88-97; ge.openlist.wiki

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Share: