Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემანუელ დვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სულორი, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინიო ინსტიტუტი 1953 წელს. მუშაობდა მედიცინის თეორიულსა და პრაქტიკულ საკითხებზე, იკვლევდა მედიცინის ფილოსოფიურ პრობლემებს. მედიცინა, მისი აზრით, სამყაროს უნივერსალური კანონზომიერების ცოდნას უნდა ემყარებოდეს, სხვაგვარად მისი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია. მან შეისწავლა აგრეთვე ბიოენერგოინფორმაციის მართვისა და თვითმართვის კანონზომიერება, ასაბუთებს ბიოლოგიურისა და სოციალურის ერთიანობას ადამიანის ორგანიზმში, რაც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს სამედიცინო დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობას. გარეგან სამყაროს, რომლის შემადგენელ ნაწილს ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა აქვს პიროვნების თავისებურებათა ჩამოყალიბების პროცესში, რაც განსაკუთრებით სოციალურ სფეროში გამოვლინდება. ბიოლოგიური და სოციალური თავისებურებების ურთიერთკავშირი განაპირობებს ინდივიდის ევოლუციის პროცესს. ამასთანავე, მისი აზრით, ბიოლოგიური პროცესების ურთიერთგანპირობებულობა სოციალური კანონმდებლობის ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდეს, რაც საზოგადოების ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მისი თეორული კვლევისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ძირითად სფეროს მაინც მედიცინა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართულსა და რუსულ ენებზე. სამედიცინო დარგის ორგანიზატორი და გამოკვლევის მრავალი ახალი მეთოდის დამნერგავი ლიკანის (ბორჯომის), მისდამი დაქვემდებარებულ სანატორიუმში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.70-72 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |