The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამული ჩაკვეტაძე

მამული ჩაკვეტაძე
Date of birth:9 April, 1938
Date of death:May, 2011  (at 73 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1961 წელს; დაამთავრა ოდესის უმაღლესი საინჟინრო-საზღვაო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1974 წელს.
სასწავლებლის დამთავრებისთანავე მატროსად ცურვა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე დაიწყო; 1963-1966 წწ. კი ამავე სანაოსნოს ნოვოროსიისკის ნავთობსატანკერო ფლოტის სამმართველოს გემების: «ბელგრადის», «დრუჟბას», «გდანსკისა» და «გრიგორი ვაკულენჩუკის» კაპიტნის თანაშემწედ, შტურმანად საქმიანობდა; 1967-1971 წწ. ასრულებდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის თანაშემწის, 1973-1974 წწ. კი პორტის უფროსის თანაშემწის მოვალეობებს; იყო კაპიტნის უფროსი თანაშემწე  საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «ფოთი», «ჩკალოვი»«სოხუმი»; 1976 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტანია და მეთაურობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «ფორე მოსულიშვილის»«ზაქარია ფალიაშვილის», «ცეზარ კუნიკოვის», «ადიგენის»«დავით ბაქრაძისა» და «დავით გურამიშვილის» ეკიპაჟებს. 1984 წელს ხორვატიის ქალაქ სპლიტში, კაპიტანმა ჩაკვეტაძემ მიიღო, ექსპლუატაციაში გაუშვა  და ბათუმში მოიყვანა საქართველოს სანაოსნოს ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდი, ტანკერი «კაპიტანი ა. კაჭარავა». შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა"facebook.com


Share: