Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი როდინაური, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1941-1946წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იმყოფებოდა, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტებზე. 1959 წელს კიევის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1974 წელს - სადოქტორო დისერტაცია; 1981 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის პროფესორის, ხოლო 2000 წლიდან - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოქვეყნებული ჰქონდა ათეულობით სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1981). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.110-111; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 100 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |