The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ახვლედიანი

ალექსანდრე ახვლედიანი
Date of birth:16 October, 1956  (68 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, ხიდებისა და გვირაბების განყოფილება 1979 წელს; 1980–1982წწ. სწავლობდა საქართველოს აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი – აკადემიკოსი ლევან ჯაფარიძე). 

1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის სამთო წნევის თეორიის კვლევით განყოფილებაში; 1983–1996წწ. წლებში საქართველოს აკადემიის საამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ზღვრული წონასწორობის თეორიის კვლევით განყოფილებაში; 1997–1998წწ. საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის სარედაქციო განყოფილებაში; 1999 წელს მას ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიენიჭა ისრაელის MSc სამეცნიერო ხარისხი; 2000–2003წწ. მუშაობდა ისრაელის საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების რეგიონალურ MATI-LEV-HA–GALIL ორგანიზაციაში, სადაც მან დანერგა მის მიერ დამუშავებული ახალი ლოგიკურ–მათემატიკური და ანალიტიკურ–მექანიკური ტექნოლოგია; ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამეცნიერო INCOL (Israel-Georgia) საზოგადოებას, რომელიც ახორციელებს ახალი თაობის უნივერსალური ლოგიკურ–ინფორმაციული და მათემატიკურ–ანალიტიკური მეთოდების დამუშავებას და მათ დანერგვას მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგში. მშენებლობისა და სამთო მექანიკის დარგის სპეციალისტი, მოღვაწეობს ასევე სეისმომედეგობის კონსტრუქციების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 5 წიგნი. 

წყარო: russika.ru


Share: