Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა მისაბიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1947 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია ქ. მოსკოვში - 1953 წელს. ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის კათედრას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პოლიტოლოგიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (თბილისში). იკვლევდა სოციალური ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიისა და დიალექტიკის კატეგორიებს. ავტორია 80 მეცნიერული შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიისა. მისი სტატიები გამოქვეყნებულია მოსკოვის, ბრატისლავის, პრაღის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. ჩეხოსლოვაკიაში ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებისას მან მოამზადა სამი ჩეხი ასპირანტი. წლების განმავლობაში ის იყო საკავშირო ჟურნალის "ფილოსოფსკიე ნაუკის" სამეცნიერო კონსულტანტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.239; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 85-86 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |