The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალეკო შუღლაძე

ალეკო შუღლაძე
Date of birth:1965  (60 years)
Category:Artist, Writer, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1987 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, კინორეჟისორის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1989 წელს.

1989-1993წწ. მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში; 1994-1997წწ. იყო მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის არტისტი; 1998-2001წწ. მუშაობდა "კავკასიურ სახლში" კინორეჟისორად და გადაღებული აქვს ათამდე დოკუმენტური ფილმი ძალადობის წინააღმდეგ; 2001-2003წწ. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" - რეჟისორად და სცენარისტად; წერა დაიწყო 1989 წელს; 2001 წელს მისმა მოთხრობამ "პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის" მერიის სპეციალური პრიზი მოიგო; გამოცემული აქვს რომანი "სამსარა" (2002), მოთხრობების კრებულები: "გაქცევის მცდელობა" (2001) და "წიგნების კაცი" (2015), "გადამალვა" (2016).

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.297

Awards and Honors

  • 2017 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    გადამალვა : რომანი / ალეკო შუღლაძე.-თბილისი : დიოგენე, 2017.-200გვ.

Bibliography


Share: