Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ნაჭყებია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კურზუ, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით - 1975 წელს. 1976-1977წწ. - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე; 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ - პროფესორი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის თეორიის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.131 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |