შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ რეხვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭიორა, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1968 წელს. მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია სუბიექტის არაცნობიერი და ცნობიერი, მიზანშეწონილი და მიზანდასახული აქტივობის პრობლემა. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე იგი აწარმოებს რაციონალისტური და ირაციონალისტური შეხედულებების ფილოსოფიურ ანალიზს, სუბიექტის გააზრებულ აქტივობას განიხილავს ინტუიციასა და განწყობასთან მიმართებაში. სუბიექტის აქტივობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სიცოცხლის საზრისის გარკვევა, ღირებულებათა წვდომა და თავისუფალი მოქმედება, სადაც, აზროვნებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობა და ინტუიცია. მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1993). საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.145-146 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |