The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ ჭიკაძე

როინ ჭიკაძე
Date of birth:7 December, 1937  (87 years)
Category:Public official, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს, 1970-1973წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში.

1962-1967წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1967-1975წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1975 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1979-1986წწ. ქართული ენის კათედრის გამგე; 1986-1988წწ. პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; 1988-1989წწ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-2004წწ. თესაუ (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორი (სამგზის არჩევითი); 2004-2005წწ. თესაუ-ს სამეცნიერო დარგის პრორექტორი; 2005-2009წწ. ქართული ფილოლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2007 წლიდან  აკადემიური საბჭოს მდივანი; 2009 წლიდან-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), დოცენტი (1997), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი ქართული ენის სპეციალობით (1997). როინ ჭიკაძეს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია, მისი სამეცნიერო-კვლევითი შრომები ქვეყნდებოდა სამეცნიერო ხასიათის ჟურნალებში, იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად. მისი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომია "პარატაქსული კონსტრუქციები ქართულში". იყო ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" რედკოლეგიის წევრი. როინ ჭიკაძის რექტორობის პერიოდში თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.203

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • თესაუ სამეცნიერო შრომების კრებულის რედკოლეგია, წევრი
  • თესაუ ფილოლოგიის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1997-)
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

Bibliography


Share: