შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი (ჟორეს) ცინცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. 1944 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1948 წელს დააპატიმრეს პოლიტიკური მოტივებით; 1956 წელს რეაბილიტაციის შემდეგ სწავლა განაგრძო ფილოსოფიის ფაკულტეტზე, დაამთავრა 1957 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში; დ. უზნაზის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში; ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1989-1993წწ. იყო თბილისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი; "საღვთისმეტყველო კრებულის" რედაქტორი; ბოლო წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრის პროფესორი. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა რელიგიის ფილოსოფია და ჰერმენევტიკის პრობლემები. იგი იზიარებს იმ აზრს, რომ ღმერთი არის პიროვნება, ხოლო ადამიანი არის ღვთის ხატი. ადამიანი პიროვნებად ხდება სხვა ადამიანთან მიმართებასა და მასთან დიალოგში. დიალოგი არის ლოგოსი, ლოგოსი არის ღმერთი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.187-188 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |